ნიკა გვარამია: რუსთავი 2-ს დახურავენ, ახალი ბრალი მისი გაკოტრების ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის

გენერალურ პროკურატურაში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. გვარამიამ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი მისი განეიტრალებაა.

“ივანიშვილის განეიტრალება უფრო ახლოს მოიწევს და მე ეს მაწყობს. ჩემი ამოცანა და მისია არის ამ ქვეყნიდან ივანიშვილის წასვლა. დიდი აზრი არ აქვს ამას, მაგრამ ქვეყნისთვის როგორც სჯობს, ისე მოვიქცევი და არა მხოლოდ ივანიშვილის შემთხვევაში. კი ბატონო, როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ მთავარი ის არის ვინ გაიმარჯვებს ბოლოს.

ახალი ბრალი ქმნის იმის საფუძველს, რომ რუსთავი 2-ის გაკოტრების ლეგიტიმური საფუძველი შეიქმნას და ეს საფუძველი მალე იქნება და რუსთავი 2-ს დახურავენ. ეს კომპანია უკვე იხურებოდა და ყადაღა დაადეს ქონებას, რადგან ვერ გაიყიდა. საქართველოში ყადაღა სასამართლოს მიერ არაფერს არ ედება. ახლა საჭიროა, რომ ვიღაცას დაბრალდეს. უკვე მესამე ეპიზოდით დამძიმდა. მე არ ვიდარდებ ბევრს ამ კომპანიის დახურვაზე. იმიტომ, რომ მოვა დრო, როცა მფლობელი დაიბრუნებს და იქ იქნებიან ვინც ნამდვილად ფლობს. იმუშავებენ იქ ისინი ვინც ნამდვილად ღირსია იქ მუშაობის, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. მე ჩემი ტელევიზია მაქვს, რუსთავი 2-ს თავისი მოდავეები ჰყავს. ვინც ყველაფერი გაყიდეს რუსთავი 2-ის გამო სინდისის ჩათვლით მათ იდარდონ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად