ნიკა გვარამია: “რუსთავი 2” -ის ისტორიის ფურცელი დახურა ევროპულმა სასამართლომ

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ქრონიკასთან” განაცხადა.

“სრულიად დარწმუნებული ვიყავი. უბრალოდ უფრო ადრე მოხდა ვიდრე მეგონა. მე არანაირ კონკურსში არ ვიღებ მონაწილეობას.

“რუსთავი 2″ არის ისტორიის დახურული ფურცელი, სამწუხაროდ ეს ფურცელი დახურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს. ამ ადგილზე აწი კორპუსების გარდა არაფერი არ იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. შეიძენენ როგორც ქონებას და ააშენებენ კორპუსებს”.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. ამის შესახებ განცხადებას “რუსთავი 2” ავრცელებს. რომლის  სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: ქიბარ ხალვაში: გადავწყვიტე, გავყიდო “რუსთავი 2” გამჭვირვალე კონკურსის წესით

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად