ნიკა გვარამია: რატომ ღმერთი არ გაიცინებს, გამსახურდიაზე და გადატრიალებაზე რომ ღარიბაშვილი ილაპარაკებს და იქვე რომ ჩემზე იტყვის რამეს

“ღარიბაშვილი ჩემს სტატუსებს კითხულობს და მეორე დღეს მპასუხობს ხოლმე საჯარო ლანძღვით.
რატომ ღმერთი არ გაიცინებს. გამსახურდიაზე და გადატრიალებაზე რომ ღარიბაშვილი ილაპარაკებს და იქვე რომ ჩემზე იტყვის რამეს, ჩემზე, რომლის ოჯახი წლების განმავლობაში დევნილი იყო ზვიადის ერთგულების და სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგობის გამო. ილაპარაკებს ის, ვინც საბჭოთა მილიციელის გენერლის ოჯახის წევრი იყო. მეშინია, ბოლოს, საზეიმო ვითარებაში, მთლად Eka Kherkheulidzeს არ დააბრალოს ზვიადის მკველეობა.
“ყორადილ ნაძირალა”

ასე ეხმაურება ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ხობში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას, რომელიც ზვიად გამსახურდიას უკავშირდება.

“ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც შესწირა თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას – იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კრიმინალების ნაწილი დღესაც ისევ ძალადობს საზოგადოებაზე.

„მათი გამორჩეული სახეები ვიცით, ვის რიგებში არიან – ისევ რევანშისტული, რადიკალური პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ რიგებში. ის ადამიანები, რომლებიც ესროდნენ პარლამენტს ტყვიას, ჩვენს მომავალს ესროდნენ და ანგრევდნენ, დღესაც ძალადობენ და დღესაც სურთ ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი მათ არჩევნების გზით აღარასოდეს მოუშვებს ხელისუფლებაში. ამიტომაც, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც გარე, ისე შიდა მტერს არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების საშუალება. ჩვენ მივდივართ მტკიცედ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...