ნიკა გვარამია: ქურდი არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ

ტელეკომპანია”რუსთავი 2″-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში თიქმის ორ საათს გაგრძელდა. შესვენებაზე ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც მას ესაუბრენ.

-იცით, რა მუხლებითაც მიდის გამოძიება, რამდენად პასუხობს ის შეკითხვები, რომელიც დაგისვეს იმ კონკრეტულ დანაშაულებს, რითაც გამოძიება მიმდინარეობს,-ამ შეკითხვით მიმართა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას.

“თეორიაში, მე რომ ქურდი ვიყო, შესაძლოა პასუხობდეს, მაგრამ ქურდი არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ, ამიტომ, ვერ პასუხობს…

ეს იყო სამეწარმეო ბიზნესი და შეუძლებელია, ამაზე მიზანმიმართულობა დაინახო, რომ ჩვენ “რუსთავი 2”-ს აზიანებდით და კიდევ ერთი, ვალების დაგროვება, გადასახადებზე უარის თქმა. ჩემი ამოცანა იყო არა ის, რომ “რუსთავი 2” დივიდენდების დამრიგებელი ყოფილიყო პარტნიორებისთვის,  არამედ ჩემი ამოცანა იყო, რომ “რუსთავი 2”-ს ეფუნქციონირა, “რუსთავი 2” ეთერში გასულიყო.

ამიტომ, მე ყველაფერს ვაკეთებდი, სანამ შემეძლო გადასახადებს ვიხდიდი, როცა არ შემეძლო, გადასახადები აღარ გადავიხადე. მერე ვიღაცას ვალების გადახდის დაგვიანება დავუწყე და ასე შემდეგ…”,-აცხადებს გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად