ნიკა გვარამია: ყველგან დაპირისპირება გაქვთ ჩათხრილი, მგონი ღომშიც, სულგუნის ნაცვლად

"ჩემ მეგობარ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო: წელთაღრიცხვა არ იწყება თქვენი დაპირისპირებით და ნუ გელანდებათ ყველგან ერთმანეთი, – ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

"რ2ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები საერთოდ არავითარ კავშირში არაა თქვენს დაპირისპირებასთან, რომელმაც, სამწუხაროდ, ისტერიის ფორმა მიიღო, ყველგან ერთმანეთი გელანდებათ და ყველაფერში ეგ დაპირისპირება გაქვთ ჩათხრილი.

მგონი ღომშიც, სულგუნის ნაცვლად", – წერს ნიკა გვარამია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად