ნიკა გვარამია: ყველაფერს ღერა-ღერა, წვეთ-წვეთად შხამად ამოგიღებთ პირებიდან ყველას

ჟურნალისტის ჯეიჰუნ მუჰამედ ალის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია “ჯეოჰოსპიტალის” მარნეულის ფილიალიდან ფეისბუქ ლაივში ჩაერთო.

“წვეთ-წვეთად და ღრა-ღერა პრიდან სიტყვასიტყვით ამოვუღებ ყველას სიმართლეს, როცა ამისი დრო მოვა! სადაც საჭიროა იქ” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“ჩვენ ვიმყოფებით კლინიკა “ჯეოჰოსპიტალის” მარნეულის ფილიალში, სადაც ჩვენი ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალია გადმოყვანილი,  სასტიკად არის ნაცემი “ქოცხროვის” მიერ, რომელიც გადასულია ჟურნალისტების ცემაზე. პოლიტიკოსები რა დღეში არიან დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ვხედავთ ალბათ უკვე თვალსაჩინოდ.

მეპირობას ვაძლევ, ამ ადამიანის ცემას, ჩემი ოპერატორის, ჩემი ჟურნალისტის, დამტვრეული კამერის, წართმეული მიკროფონის, დამტვრეული მანქანის… ღერა-ღერა, კაპიკ-კაპიკ კი არა, წვეთ-წვეთად შხამად ამოგიღბთ პირებიდან ყველას.

ხვალ რომ გამოვა მამუკა მდინარაძე და სისულელებს იტყვის, ვითომ ჩვენ თვითონ ვცემეთ ერთმანეთი, იმასაც ამოვუღბ წვეთ-წვეთად და ღრა-ღერა პრიდან სიტყვასიტყვით სიმართლეს როცა ამისი დრო მოვა! სადაც საჭიროა იქ!” – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტ ჯეიხუნ მუჰამედ ალის მარნეულში პირდაპირი ეთერის ჩართვის შემდეგ თავს დესხნენ და სცემეს.

დღეს მარნეულში თავს დაესხნენ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორს და აპარატურა დაუმტვრიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად