ნიკა გვარამია: ქალბატონმა გამომძიებელმა და ქალბატონმა პროკურორმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე

“ქალბატონმა გამომძიებელმა და ქალბატონმა პროკურორმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

“თქვენ იცით, რომ მე ამ შენობაში არ ვცხოვრობ, თორემ სულ აქ ვარ, ალბათ ყველაზე ხშირად მე ვარ აქ. ქალბატონმა გამომძიებელმა და ქალბატონმა პროკურორმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. ბევრად უკეთესი, ვიდრე ოდესმე მათმა მამაკაცმა კოლეგებმა ჩემს რომელიმე პროცესზე”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი გიორი გაბუნია  გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყვნენ დაბარებული. თუმცა, ორივე მათგანმა სასამართლოს წესით მოითხოვა გამოკითხვა.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად