ნიკა გვარამია: პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს!

“მოდიან სახელისუფლებო მეღვინეები რ2 ის წინ საპროტესტოდ! ყოჩაღ ქართული სულის დამცველებო”,-ამის შესახებ, “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში წერს.

“მოდიან სახელისუფლებო მეღვინეები რ2ის წინ საპროტესტოდ! ყოჩაღ ქართული სულის დამცველებო, ბიძინას მსახურებაში არ ამოგხდეთ ეგ სული, ოღონდ!

და მთავარი: ღვინოში და ყველა პროდუქტში ჩაგიფსით ყველას, ვინც რუსეთის ბაზარზე თქვენი ხეირისთვის ქვეყნის ინტერესების გამყიდველ რეჟიმს დაუჭერთ მხარს და პუტინის სიკეთეებზე ამოგდით მზე და მთვარე! აი ასე, და კიდევ ათასგზის! პუტინისტი მეღვინეების არ გვწამს!”-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მევენახეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. შეკრებილებმა ნიკა გვარამიას განცხადება გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. კერძოდ, საუბარია “რუსთავი 2”-ის ეთერში ღვინისა და მინერალური წყლების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...