ნიკა გვარამია: პროკურორმაც და მოსამართლემაც დამნაშავის შთაბეჭდილება დატოვეს

ამის შესახებ გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატმა და “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“პროკურორმაც და მოსამართლემაც დამნაშავის შთაბეჭდილება დატოვა. დამნაშავის კვალიფიკაცია მათ ქმედებებში სავსებით შესაძლებელია, განსხვავებით გიორგი რურუასგან და რაც მთავარია ეს არ არის იარაღის ჩადების ფაქტი. ჩემი აზრით, ამის უკან იკითხება სხვა მიზეზებიც და სხვა გაგრძელებებიც. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რომ გააჩერონ მთავარ არხთან მისი ურთიერთობა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საინვესტიციო ურთიერთობის გაგრძელება და ახლა არ იქნება მარტივი ჩვენთვის ეს პატიმრობა.

ასევე ჰქონდა ურთიერთობა იმ ბიჭებთან და გოგებთან, ვინც მიტინგზე იდგა და აფინანსებდა, ვგულისხმობ იმას, რომ მატერიუალურად ეხმარებოდა თუ რამე დაჭირდებოდათ და რაც მთავარია თუ წაიკითხავთ რა წერია დადგენილებებში, შუამდგომლობაში დადგენილების, იქ წერია, რომ მთავარი გამოსაკვლევი საკითხი არის არა იარაღი, არამედ რა მოხდა სავარაუდოდ ამ იარაღისგან და კიდევ რა ტიპის ქმედებები იყო დაგეგმილი რაღაცა წრის ხალხის მიერ, რომლებიც ასევე იარაღს უკავშირდება.

მე ვფიქრობ, რომ ვისაც ახლა იარაღის ფიგურირება სჭირდება, თან გადატენილი და სასროლას გამზადებული ვიღაცაზე თავდასხმისთვის, თან ეს რაღაცნაირად უკავშირდება ოპოზიციურ პარტიებს, მომიტინგეებს, ტელევიზიას, ამ სქემის შეკვრა ბიძინა ივანიშვილისთვის სულ არ იქნება უსარგებლო და უინტერესო”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლემ გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად