ნიკა გვარამია: პირდაპირ ვიტყვი, ზუგდიდში არიან მიჩმორილები!

ტელეკომპანია „რუსთავი 2 ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ არჩევნების დღეს მის ზუგდიდში ყოფნაზე ისაუბრა და იქ არსებული ვითარება შეაფასა.

“მე მაინტერსებდა რას ფიქრობდნენ ზუგდიდში ადამიანები და ვნახე იქ  ორი რამ, რაც არასდროს მინახავს სამეგრელოში. პირველი – უკიდურესი სიღატაკე…

ქალაქი ზუგდიდი ყოველთვის იყო უღონიერესი და უმდიდრესი ყველა ეპოქაში და ყველა ვითარებაში. ახლა ზუგდიდი არის უღატაკესი ქალაქი, მეგრელები არიან ძალიან ღარიბები. ფული არ მოძრაობს საერთოდ ამ კუთხეში. და პარალელურად მე ვნახე უდიდესი შიში. ქალაქი, რომელსაც მხედრიონის არ შეშინებია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აუთოვებდნენ, აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ძარცვავდნენ, გამოდიოდნენ და 10 000-იანი მიტინგები იმართებოდა.

დღეს ეს ქალაქი იყო უკიდურესად შეშინებული. მე ვერ ამოვხსენი, რისი ეშინიათ. პირდაპირ ვიტყვი, არიან მიჩმორილები. ეს არის იმის შედეგი, რომ არიან ღარიბები. ღარიბი ადამიანის დათრგუნვა ძალიან მარტივია. როცა საუბარია იმაზე, შევჭამ თუ არა და თუ გავჩუმდები – შევჭამ, ასეთი ადამიანების მართვა ძალიან მარტივია. სამეგრელოში მართლა შიათ, არაფერს არ ვაჭარბებ. ყველაზე ცნობილი რიგი რომ არის საქართველოში, დევს ეს ყველი და არ უყიდება“ – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...