ნიკა გვარამია: ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ თავზე ნაგავი გადააყარეს (ვიდეო)

“ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ თავზე ნაგავი გადააყარეს” – ასეთი შეფასება მისცა ტელევიზისს დირექტორმა და გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის ფაქტს, რომელიც “ნაცმოძრაობის” აქტივისტმა განახორციელა.

ნიკა გვარამია ამ ქმედებაში ვერაფერს ხედავს დასაძრახს და ამას ბრძოლოს ერთ-ერთი მისაღებად ფორმად მოიხსენიებს.

“ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ თავზე ნაგავი გადააყარაეს, ეს ფაქტი ბევრმა ადამიანმა დაგმო, ამ ადამიანების მესმის, მაგრამ არ ვეთანხმები.მოდით ვნახოთ, როგორ გადააყარეს მას თავზე ნაგავი…

წესების დარღვევა ბრძოლაში მოსულა. მაღალი კულტურა და ღრმა წესიერება  უნდა გადავდოთ ხოლმე გვერდზე, რადგან აქედან სულ ერთი ნაბიჯია შემგუებლობამდე. მოკლედ, როცა ევბრძვი ჯაყოს, ანუ მოძალადე ბოროტებას, მაღალი კულტურა და ჰუმანიზმი ბრძოლის დროს გვერდზე უნდა გადადო ცოტა ხნით, ვიდრე ეს საჭიროა ძალადობის დასამარცხებლად. გახსოვდეს, მოძალადის მტავარი კოზირი სწორედ შენი კულტურა და ჰუმანიზმია, ეს წაგების მთავარი ფორმულაა.

ზოგჯერ, უარესად უნდა უპასუხო, რომ ამოშანთო და წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თეიმურაზ ხევისთავობა და შემგუებლობაა იმასთან, რომ გაუპატიურებენ. მოიხსენით თეთრი ხელთათმანები! ბრძოლის დროს, შეწყვიტეთ მორალური მაქსიმების ქადაგება!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ააჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერანტივას” წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც “ალტერნატივას” წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

“გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!” – წერს ნინო ლომჯარია.

ყოფილი დეპუტატი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, კობა ხაბაზი კი დადებითად აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრას. ამის შესახებ ის თავის სოცილაურ ქსელში წერს.

“ბათუმელი ელისაშვილი ნაგვის ურნის პირველი კავალერი გახდა. ღალატი არავის ეპატიება.” – წერს კობა ხაბაზი.

ბულვარში “ამბასადორი ბათუმის” მშენებლობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა მას ნაგავი დააყარეს.

მას მოქალაქეების ნაწილმა უთხრა, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლის გამო აქციაზე დგომის უფლება არ ჰქონდა. იგივე შინაარსის მოწოდება გააკეთა ჩავლეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მისამართით. საკუთარ პოზიციას დეპუტატი, წინა ხელისუფლების მიერ ბულვარში კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობებით ამტკიცებს.

დეპუტატი, მის მიმართ აგრესიულად განწყობილ აქციიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

თავზე ნაგვის დაყრას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს “ნაცმოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

ამადაძის განცხადებით, პროტესტის მსგავი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და ამის გამო, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.

„ეს ჯდება გამოხატვის ფორმებში. უკიდურესია, შესაძლოა, ვიღაცას ესთეტიურად არ მოსწონდეს, მეც არ მომეწონა რაც ვნახე. თუმცა, ამის გამო, რომელიმე უწყებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, ეს არის შევიწროვება ადამიანების“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მირდატ ქამადაძე.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც არჩევნებში ერთიანი ოპოზიციის სიით მონაწილეობდა, საკუთარ სადეპუტატო მანდატზე უარი არ თქვა და უფლებამოსილებას, ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად