ნიკა გვარამია: სამწუხარო და შემაშფოთებელია კრამონის შეფასება საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების თაობაზე

“პატივისცემის მიუხედავად, სამწუხარო და შემაშფოთებელია ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის შეფასება საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების თაობაზე. “

ასე ეხმაურება ტვ “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის დღევანდელ განცხადებას კულტურის მინისტრსა და ჟურნალისტს შორის მომხდარი ინციდენტის თაობაზე.

“პატივისცემის მიუხედავად, სამწუხარო და შემაშფოთებელია ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის შეფასება საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების თაობაზე.

მართალია, მან მკაფიოდ დაგმო მედიაზე თავდასხმა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ წულუკიანის დანაშაულებრივი საქციელი მხოლოდ “დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უჩვეულოდ” შეფასდა, ასევე ნეგატიურ კონტექსტში იქნენ მოხსენიებული “ზოგიერთი ჟურნალისტი”.
როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება დანაშაულებრივი ძალადობის რეჟიმშია მედიის წინააღმდეგ, ეს კონტექსტი არ უნდა ტოვებდეს ჟურნალისტების ეთიკურ დარღვევებზე აპელირების სივრცეს. მით უფრო, ვიცეპრემიერის დანაშაულის საპირწონედ ჟურნალისტის ქცევის მოხსენიება, ვეჭვობ, ადეკვატურობა დაკარგული ქართული ოცნების მიერ საკუთარი ძალადობის გამამართლებელ არგუმენტად იქნება გამოყენებული.” -წერს ნიკა გვარამია Facebook -ზე.

„ჩემი პირველი განცხადება გავაკეთე ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგამ შესაბამისი ნაბიჯები. ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, მინისტრმა გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პირადი ცხოვრების მომენტები დაიცვან პოლიტიკოსებისა. ბოლოს ვიტყვი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

შეგახსენებთ: 22 ივლისს სენაკში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით რეაბილიტირებული აკაკი ხორავას სახელობის თეატრი გახსნაზე მყოფმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

კომენტარები
იტვირთება...