ნიკა გვარამია “ოცნების” წევრებს: რაც მე გუშინ გავაკეთე, ყველაზე მეტად თქვენ გადარჩებით!

რაც მე გუშინ გავაკეთე, ყველაზე მეტად თქვენ გადარჩებით! – ეს გზავნილი “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა იდრექტორმა ნიკა გვარამიამ “ქართული ოცნების” წევრების მისამართით “ტვ პირველის” ეთერში გააჟღერა, რომლის გადაცემაშიც გუშინ ფარული ჩანაწერები გავიდა, რომელიც მისი თქმით, სუს-დან მიაწოდა კონფიდენციალურმა წყარომ.

“ვაცნობიერებ, რომ ჩემზე არის თმენის ვალდებულება. რა კომენტარებიც მოვისმინე, მათ შემიძლია ვუპასუხო, მაგრამ… კი, ხელისუფლებას ვგულისხმობ. გაფუჭდნენ ჩვეულებრივად. იმის გამო ნუ შეიკავებენ თავს კომენტარებისგან, რომ მე მათ ვუპასუხებ, რომ აი თუ არ არის, მე შენზე ეს ვიცი-მეთქი. ამას არ ვიზამ პატივცემულოებო. ვინც სუს-ს ჰყავს ცუდ დღეში დღეს მათ გააკეთეს კომენტარები. ცხადია სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ. მე ამას არ ვიზამ, ამას ისევ თქვენივე სუსი გიზამთ.

მე რაც გავაკეთე გუშინ, ყველაზე მეტად თქვენ გადარჩებით. ყველაფერი, რასაც აწი დაგიდებთ სუსი, ცხადი იქნება, რომ სუს-მა დაგიდოთ. შესაძლებლობა, რომ თქვენ სუს-მა გაგაფუჭოთ გაცილებით ნაკლები გახდა გუშინდელი დღის მერე, ვიდრე მანამ იყო. იმიტომ, რომ პირადი ცხოვრების თვალთვალის ძირითადი ნაწილს წარმოადგენენ “ქართული ოცნების” წევრები”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები
იტვირთება...