ნიკა გვარამია ნიკა მელიას: სუსმა ოფისში შემოუშვა აგენტურა, რომლებსაც ტექნიკა ტანზე აქვთ

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პარტია”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს, ნიკა მელიას მიმართა და გააფრთხილა, რომ პარტიის ოფისში აგენტურის შეგზავნას აპირებენ, რომელსაც ტანზე აქვს აპარატურა.

“დანამდვილებით ვიცით, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხვლიღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მატი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა.
სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს მათი გამოვლენის და ნეიტრალიზაციის მიზნით” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
გვარამიამ რამდენიმე წუთში კვლავ დათაგა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია და გააფრთხილა, რომ ოფისში იარაღის არსენალის “აღმოჩენაა” მოსალოდნელი:
“დაზუსტებული ინფორმაციით, აპირებენ თქვენს ოფისში იარაღის არსენალის “აღმოჩენას”.
მიიღეთ ადეკვატური ზომები ამ საფრთხის გასანეიტრალებლად (მოიწვიეთ კამერები, დაათვალიერებინეტ და გადააღებინეთ ოფისი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატები და ასე შემდეგ)”.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად