ნიკა გვარამია: “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია ტელევიზიით გასულ სიუჟეტზე ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას. ამის შესახებ ის პოსტს “ფეისბუქზე”აქვეყნებს.

ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში,

🛑 მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის);

🛑 მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები;

მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით. – წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად