ნიკა გვარამია: მობრძანდეს ქიბარ ხალვაში, მის დანგრეულ კომპანიას მიხედოს და ვალები გაისტუმროს

“მობრძანდეს ქიბარ ხალვაში, მის დანგრეულ კომპანიას მიხედოს, ვალები და ხელფასები გაისტუმროს”,-ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მძიმე მდგომარეობააო და ქიბარ ხალვაშს რომ ჰკითხოს, მის დროს როგორი მდგომარეობა იყო “რუსთავი 2”-ში არ უნდათ?! მე რომ მკითხონ, რა დამხვდა “რუსთავი 2_ში, მომჩივანი ნიჟარაძის ქმრისგან.

ჩვენ რაც გვაქვს ვალები, აბსოლუტურად რესტრუქტურიზებადი და გასტუმრებადია, ამას “ჩასხმა” სჭირდება.

ჩვენ წელს დაგეგმილი გვქონდა “ჩასხმა”, მაგრამ ეს დამფუძნებლები “რუსთავი2”-ში ფულს კი არ ჩაასხამენ, პირიქით, ისინი აქამდე რაც ჩასხმულია იმასაც უკან მოითხოვენ. ამიტომ, ქიბარ ხალვაში მობრძანდეს მის ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, “ჩაასხას” ფული, გაისტუმროს ვალები და ხელფასები”,-განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...