ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცედურა შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადმოყვანის პროცედურებმა ინციდენტების და ექსცესების გარეშე ჩაიარა.

“გადმოყვანის პროცედურა ნორმალურად შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება და კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით რომელიც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ პირველი სიტუაციაა ასეთი და რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამგვარი ტიპის ვიზიტების, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე ვამბობ პირველ რიგში. ბუნებრივია, რომ ადვოკატების ვიზიტები შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება გამომდინარე იქიდან რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ჯანდაცვის სამინისტროა უკვე აქ წამყვანი უწყება და საერთო კომუნიკაციების შედეგად უკვე გავარკვევთ, როგორ და რანაირად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები
იტვირთება...