ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს ხვალინდელ სასამართლოზე დასწრებას

„ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას. ძალიან მაინტერესებს, როგორ ეტყვის უარს დასწრებაზე ციხის ადმინისტრაცია: – ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა, აქ სკამზე დაჯდომა და საათების განმავლობაში ლაპარაკი შეუძლია, როგორ აგვიხსნის, რომ თურმე ის სასამართლოში ვერ უნდა წავიდეს, ეს საინტერესოა და ასევე მოვისმენთ ამას. მისი პირადი უსაფრთოება აქ ძალიან მძიმედ გარღვეულია, ასე რომ, არა მგონია, ამ ქვეყანაში არსებობდეს მეორე ადგილი, სადაც ასეთი საფრთხის ქვეშ არის სააკაშვილის უსაფრთოება, როგორც აქ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში “7 ნოემბრის საქმის” მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს.

კომენტარები
იტვირთება...