ნიკა გვარამია: მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

“მიხეილ სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცახდა.

“სააკაშვილი ახლა კარგადაა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეც ვიყავი პალატაში და ვადასტურებ ამას, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ. ასევე, უნდა ვთქვა, რომ ძალიან იყოჩაღეს ექიმებმა და განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, შეიძლება გაგიკვირდეთ, ქალბატონი დემურიშვილი… პირდაპირი მნიშვნელობით, ამ ადამიანებს რატომ ზაფრავენ და მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებენ, ახლა უკვე ექიმებსაც ვგულისხმობ, ჩემთვის გაუგებარია.

უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ზედმეტად ენერგია არ დაეხარჯა ჩვენზე, დილიდანაც, როგორც ვიცი, ცუდად იყო და ამდენი ჩასვლა-ამოსვლა, ლაპარაკი… ლაპარაკი უჭირდა და თავის დაჭერა უჭირდა. მერე უკვე რომ გამოვდიოდით ჩვენ, ადგა და გაყავდა ბადრაგს და მოწყვეტით დაეცა…

მოკლედ, მოვიდნენ ექიმები, მე კი მომეჩვენა საუკუნედ სანამ ჩამოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში მოკლე ხანში ჩამოვიდნენ, აიყვანეს და რამდენიმე წუთში მეც ამიყვანეს. იყო მართლა გაუგებარი ფერი… როგორც კი ეს დაუყენეს სისტემა, ფერზეც მოსულია და კონტაქტურია, იმიტომ რომ ქვემოთ, რომ წაიქცა, კონტაქტური არ იყო და მართალი რომ გითხრათ, ჩავთვალე, რომ ინსულტი იყო ან რაღაცა მსგავსი.

საბედნიეროდ ეს ასე არ არის. ამჟამად ის იმყოფება რეანიმაციაში, ყველა ექიმი ადგილზეა და თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ. რატომ ჩააგდეს ეს ექიმები ამ დღეში, არ ვიცი, მართლა მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მთავარი ჩემი ინტერესია, რომ ეს კაცი აქედან გავიდეს და ეს ყველაფერი შეწყდეს, – ამბობს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.

კომენტარები
იტვირთება...