ნიკა გვარამია: მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მზად არის, რომ თავი წავაჭრათ

ამის შესახებ გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატმა და “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“მე ვფიქრობ, რომ ვისაც ახლა იარაღის ფიგურირება სჭირდება, თან გადატენილი და სასროლას გამზადებული ვიღაცაზე თავდასხმისთვის, თან ეს რაღაცნაირად უკავშირდება ოპოზიციურ პარტიებს, მომიტინგეებს, ტელევიზიას, ამ სქემის შეკვრა ბიძინა ივანიშვილისთვის სულ არ იქნება უსარგებლო და უინტერესო.

რა დასკვნაც მე გამოვიტანე არის ასეთი, რომ ამ ქვეყანაში ან თავს ვაჭრით ბიძინა ივანიშვილს. პირდაპირი მნიშვნელობით დრაკონს ვაჭრით თავს, ან ის ჩვენ ყველას გვაჭრის თავს. მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მზად არის, რომ თავი წავაჭრათ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც გაასაჩივრებს.

“ჩვენ არ გვყავს პროკურატურა, ჩვენ არ გვყავს სასამართლო და შსს, რომელიც გამოძიებას ობიექტურად აწარმოებს. ამ თვალსაზრისით სამივე ის სისტემა გვყავს, ვინც უნდა უხდიდეს სასჯელს და მოიხდის. შემსრულებემა რგოლმა ან მოსამართლემ ან პროკურორმა ჩადებისთვის, მტკიცებულების უკანონო დამაგრებისთვის ან უკანონო შეფარდებისთვის უნდა მოიხადოს სასჯელი. ყველამ პასუხი უნდა აგოს. აბა გიორგი რურუამ ან სხვებმა რატომ უნდა მოიხადოს სასჯელი?!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლემ გიორგი რურუას პატიმრობა შეუფარდა.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად