ნიკა გვარამია: მელია და რურუა ციხეში. ესენი – სალომეს ვახშამზე. მალადცი!

“მელია და რურუა ციხეში. ესენი – სალომეს ვახშამზე. მალადცი!”

ამის შესახებ ტვ “მთავარი არხის” გენრალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში მიმდინარე ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვახშამს ეხმაურება.

“ყველაფერს გავიგებ: ხელმოწერას, შეთანხმებას, შესვლას, გამოსვლას…
მაგრამ
სალომე ზურაბიშვილთან პროტოკოლურ ვახშამზე დასწრება, მისთვის მადლობების გულისამრევ კასკადზე კიდევ უფრო გულისამრევი და სამარცხვინოა.
მელია და რურუა ციხეში. ესენი – სალომეს ვახშამზე. მალადცი! ” -წერს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...