ნიკა გვარამია: მეგობრებო, ჩათვალეთ, რომ არავისზე არაფერი ვიცი

ადამიანები შემოვლითი გზებით ცდილობენ დაადგინონ მათზე რა ვიცი, პირდაპირაც ვერ მეკითხებიან, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომლის გადაცემაშიც გუშინ ფარული ჩანაწერები გავიდა, რომელიც მისი თქმით, სუს-დან მიაწოდა კონფიდენციალურმა წყარომ.

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ყველაფრის მერე ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვარ. გუშინდელი გადაცემის მერე არც მძინებია. ადამიანებს შეეშინდათ ჩემი, რომ მე მათი ყველაფერი ვიცი. ცხადია, ეს ასე არაა. მეორეა, რომ ადამიანები შემოვლითი გზებით ცდილობენ დაადგინონ მათზე რა ვიცი, პირდაპირაც ვერ მეკითხებიან. სრული კატასტროფაა. მეგობრებო ჩათვალეთ, რომ არავისზე არაფერი არ ვიცი”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები
იტვირთება...