ნიკა გვარამია მამა კირიონზე: ბედუკაძე ნომერი ორი, ბედუკაძე ანაფორაში…

ასე მოიხსენია  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” მამა კირიონი, რომელიც “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთი მთავრი მოწმეა და როგორც ირკვევა, მისი ჩვენება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დასაპატიმრებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ნიკა გვარამიას მოსაზრებით, რომ ამ საქმის გახმაურებას პროკურატურა არჩევნებამდე 10 დღით ადრე გეგმავდა იმისთვის, რომ ჰქონდა ის ეფექტი, რაც 2012 წელს, ე.წ, ციხის კადრების გავრცელებას მოჰყვა:

“ზუსტად იგივე გეგმა იყო წელსაც. არჩევნებამდე 10 დღით ადრე უნდა ამოვარდნილიყო დავით გარეჯის საქმე. ივერი მელაშვილიც შეიძლება ისე დაეჭირათ რომ ვერც ვერავის ვერ გაგვეგო…10 დღით ადრე ამოაგდებდნენ მომაკვდინებელ ჯოკერს და ამ სპეცოპერაციასაც ჰყავს თავის გმირი, თავის ბედუკაძე, სპეცოპერაციისა სახელად “კარტოგრაფების საქმე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ და მამა კირიონის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სასულიერო პირმა ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გააკეთა:

“არავინ ჯოკერს თავში არ ხმარობს, ბოლოში ვინახავთ და ბოლოში გვჭირდება ჯოკერი”, – ამბობს მამა კირიონი.

ნიკა გვარამიას თქმით, სასულიერო პირმა ამ განცხადებით დაადასტურა, რომ საქმე არის შეკერილი და მის უკან პირადად ივანიშვილი დგას:

“ამ კაცისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი სიმართლე გაირკვეს, ჯოკერი როდის უნდა იხმაროს მისმა ბატონმა ბიძინამ და როგორ გაუსწორდეს, ანუ თავში როდის ჩასცხოს სწორ დროს, ის ყოფილა მისთვის მნიშვნელოვანი. ანუ, 5 წლის წინ რომ რუკები იყო, ეს მან იცის, მაგრამ 5 წლის წინ ხმის ამოღება არ ღირდა იმიტომ რომ ბატონ ბიძინას ჯოკერი 5 წლის მერე სჭირდებოდა. ეს 5 წელი დავით გარეჯის პრობლემა კი არ  აღელვებდა ამ კაცს, ჯოკერს უნახავდა ბატონ ბიძინას”, – ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, მამა კირიონის ჩვენების შესახებ ინფორმაცია ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

მოსამართლემ  ორივე მათგანი 8 ოქტომბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად