ნიკა გვარამია: კალяძის გამწვანების სტრატეგიის ინსპირაცია აშკარად სამტრედიის სასაფლაო უფროა, ვიდრე ევროპული ქალაქები

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რებილიტირებულ ფასადს სამტრედიის სასაფლაოს უწოდებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“დიდი ბოდიში, მაგრამ კალяძის გამწვანების სტრატეგიის ინსპირაცია აშკარად სამტრედიის სასაფლაო უფროა, ვიდრე ევროპული ქალაქები. ქურდების სასაფლაოებს აკეთებს ტიპი შუა ქალაქში, სად, რომელ ევროპულ ქალაქებში გინახავთ ეს ქაჯობა? იმდენად ხელოვნურ-დეკორატიულ (თან მალე რო მოკვდება და გახმება უტყუარად) სკვერებს ჩალიჩობს ტიპი, რომ მალე პლასტიკის ბუჩქებს და ყვავილებსაც ჩაარჭობს აქა იქ. ვისაც ეს მოგწონთ, აშკარად ვერ გიგებთ (ძალიან რბილად რომ ვთქვა)”.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა:

⦿ დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი;

⦿ შეიცვალა წყალგაყვანილობა;

⦿ მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა;

⦿ მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა;

⦿ პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით;

⦿ ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი;

⦿ განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა;

⦿ ტერიტორიაზე შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა;

⦿ რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს;

⦿ დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები;

⦿ დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო…

⦿ თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა;

⦿ განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი;

⦿ გამოიცვალა აუზის განათება;

⦿ განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი;

⦿ აუზის იატაკზე მოეწყო მოზაიკა;

⦿ მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად