ნიკა გვარამია: კაი, ვიგლოვეთ, გვეყოფა, შევხვდებით მალე!

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოცუალურ ქსელში წერს.

“კაი, ვიგლოვეთ, გვეყოფა. ქვეყანა ამით არ მთავრდება. დავიკაპიწეთ ხელები და გავუდექით გზას.

შევხვდებით მალე!”,  –  წერს ნიკა გვარამია.

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ  “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...