ნიკა გვარამია: გულისამრევია ამ მკვლელი პოლიციის მიმართ პოლიტიკოსების რევერანსები

“გუშინ ვთქვი ჩემს ეთერში, დღეს David Berdzenishviliმა დაწერა და კიდევ უნდა გავიმეორო: გულისამრევია ამ მკვლელი პოლიციის მიმართ პოლიტიკოსების რევერანსები.” – ამის შესახებ “მთავარი”-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ბიჭებო”, “თქვენ არა, ის საზიზღარი ბრძანების გამცემები”, “თქვენ და თქვენი პატივსაცემი მუნდირი…” რეებს ბოდავთ, რა ხარკს იხდით ასეთს, ან ვის გულს იგებთ? ამ ბიძინას პირად პრეტორიანულ გვარდიას რო დააკვდით და ელაქუცებით და ისინი მაინც გარბევენ, გაგინებენ და თვალებს გთხრიან?!! არც ერთ თაობას არ ინდობენ და მეასე წრეზე წავიდნენ უკვე?!! და მეასივე წრეზე ისევ იგივე გაქონილი ტექსტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან!!!

ზუსტად ეგაა ნამდვილი კარგი პოლიციელის და, პირველ რიგში, თავისუფალი და ამ ძაღლებისგან უფლებადარღვეული მოქალაქის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ აკეთებთ ამ ფსევდოსახელმწიფოებრივი და ფსევდოფასეულობითი ლაციცით, რაც მთავარია, სრულიად კონტრპროდუქტიული და საყურებლად ამაზრზენი.

ამერია გული მართლა და მართლა!!!” – წერს ნიკა გვარამია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად