ნიკა გვარამია გორის მერს: ჩვენს თავზე ავიღებთ და სკვერში მოვაწყობთ მედიაცენტრს

მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიმართავს.

“ამ პირობებში, განსაკუთრებით ცივ ქალაქში, გორში, ამინდს ვგულისხმობ და არა რამე სხვას, ჟურნალისტების ქუჩაში დგომა მართლა უკვე იღებს მათ მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულების სახეს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ გორის მერიას, გადაღმა არის სკვერი სადაც არაფერი არ ხდება, უბრალოდ თავისუფალი სივრცეა, მოვაწყობთ, ჩვენ თავზე ავიღებთ ამას ყველაფერს, მოვაწყობთ ე.წ. მედიაცენტრს, ეს კარავი არ არის, ყველას გვექნება ნანახი როგორია ეს მედიაცენტრები, სადაც ჟურნალისტები არიან, როცა აშუქებენ პოლიტიკურ მოვლენებს და დავდგამთ იქ გამათბობლებსაც რომ ყველა არხის ჟურნალისტმა, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს, ვის წარმოადგენს და აშ, შეძლოს ადამიანურ პირობებში ყოფნა და მინიმალურად დავეხმაროთ სითბო მაინც ჰქონდეთ და დაჯდომა მაინც შეეძლოთ მთელი ამ დღის განმავლობაში” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები
იტვირთება...