ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შსს-ში დაიბარეს

“კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა 😈” ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

სანამ გვარამია საგამოძიებო ორგანოში დაბარებაზე პოსტს დაწერდა, სულ რამდენიმე წუთი ადრე facebook-ში დაწერა:

“ყველაფერი მთავარმა არხმა მოიგონა ხომ?

არადა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მთავარმა არხმა გახსნა. სხვა ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა და ტელევიზიებმაც, ცხადია.

ახლა, დარჩა მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვა,  რატომ აღმოჩნდნენ ტელევიზიები საქმის გამომძიებლები და რატომ არ გაიხსნებოდა საქმე, რომ არა მედიის აგრესიული შეტევა გამოძიებაზე? ანუ:

ვინ აფარებდა ხელს მკვლელებს და ვინ აიძულებდა და დღესაც აიძულებს გამოძებას კვალის არევას?

ps და ბიძა და დამოუკიდებელი ექსპერტი აქამდე რომ იძახდნენ, არავითარი დაზიანების კვალი არაა სხეულზეო, ახლა რას ყვებიან, უამრავი სიცოცხლის დროინდელი დაზიანება რომაა სხეულზე? “ფეხი დაუცდა” ვერსიას რომ განიხილავდნენ ძირითად ვერსიად, ახლა რას ეუბნებიან საზოგადოებას?!” – წერს ნიკა გვარამია

 

როგორც შინაგა საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  “გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაბარებულია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ”.

შეგახსებთ, საქართველოს პროკურატურამ მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის  მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია წყალში დახრჩობით დაასახელა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო     ასევე,   მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გავრცელა

პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს და ჩვიდმეტივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად