ნიკა გვარამია: გილოცავთ, “რუსთავი 2-მა” გაიმარჯვა!

დღეს, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო "რუსთავი 2"-ის საკასაციო სარჩელი. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსთავი 2 -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

"რამდენიმე წუთის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილება, რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ის განიხილება უზენაეს სასამართლოში. მინდა მივულოცო საზოგადოებას ეს გადაწყვეტილება, დღევანდელი შედეგი ცხადყოფს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომელიც წესს ყოველთვის გადაუხვევენ და სამწუხაროდ, დღეს წესად, სასამართლო სისტემაში უკანონობის დამკვიდრება გახდა" – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად