ნიკა გვარამია: განჩინება ურთმელიძის დაწერილი არ არის

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "არჩევანი" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადვოკატი გარიგებაში არ უნდა შედიოდეს.

 

"სრულიად გასაგებია რაც ხდება. ადვოკატი თავის კლიენტისთვის ბევრს უნდა აკეთებდეს, მაგრამ არა ყველაფერს. უკანონო გარიგებაში არ უნდა ერთვებოდეს, მოსამართლის გადაწყვეტილებებს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით არ უნდა წერდეს, ეს დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,"- აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, განაცხადა, რომ 17 გვერდიანი გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძე ერთ დღეში კი არა ერთ კვირაში არ დაუწერია თავის სიცოცხლეში.

"ამერიკის უზენაესი სასამართლოს არსებობა ყურმოკვრით იცის საერთოდ. განჩინებაში ციტირებები აქვს ამერიკის უზენაესი სასამართლოს საქმეებიდან. პროცესის მიმდინარეობის დროსაც მაშინაც ურთმელიძემ სხვისი დაწერილი განჩინება წაიკითხა და როცა რამდენიმე სიტყვა ვკითხეთ განემარტა ვერ განმარტა – მისთვის გაუგებარი იყო. ეს არ არის მართლმსაჯულება ეს არ არის სასამართლო. თამაზ ურთმელიძის პროფესიული მომავალი სახარბიელო არ არის. მე როგორც ყოფილი ადვოკატი ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო. რადგან ისინი დანაშაულებრივ გარიგებაში არიან ხელისუფლებასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...