ნიკა გვარამია: გამჩუმებელი – რჩება, დამრჩენი -უზურპატორ ივანიშვილს ემსახურება

გამჩუმებელი – რჩება, დამრჩენი -უზურპატორ ივანიშვილს ემსახურება,-ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

“გამჩუმებელი – რჩება. დამრჩენი – ემსახურება უზურპატორ ივანიშვილს. გაგრძელებას არ საჭიროებს. გელოდებით “მთავარ არხზე”,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პაატა სალიამ “რუსთავი 2”-დან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.  სავარაუდოდ, არხიდან გაუშვეს ასევე ეკა კვესიტაძეც.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა, “ნანუკას შოუს” ავტორმა და წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა Facebook-ში დაწერა: 

“ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა, მოსვლამდე, ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს. უი, გაბუნიაც გაუშვეს, უი, კვესიტაძეც გაუშვიათ. კარგია, რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა. უი და გაბუნიაც”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...