ნიკა გვარამია: გახარიას პარტიის წევრისთვის იარაღის ჩადება, პირველი სიგნალია, რომ გახარიას გუნდს რეპრესიები ელოდება

ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი გახარიას პარტიის წვერისთვის იარაღის ჩადების ფაქტს ეხმიანება და ვარაუდობს, რომ გახარიას გუნდს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს “ქართულ ოცნებას”, რეპრესიები ელოდება”.

“გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადება, პირველი სიგნალია, რომ გახარიას გუნდს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს “ქართულ ოცნებას”, რეპრესიები ელოდება”
თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ზუსტად იმავე მეთოდით დააკავეს და ციხეში თითქმის 2 წელი გაატარებინეს ჩვენს ერთერთ დამფუძნებელ Giorgi Rurua-ს. და ამ დროს პრემიერი სწორედ გახარია იყო“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, მათ მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

ბუჩუკურის თქმით, შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა.

“დღისით მზისით, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაიას, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ დაჭერით. რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში”,- თქვა ანა ბუჩუკურმა.

პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლო დაკავებული აქტივისტის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

კომენტარები
იტვირთება...