ნიკა გვარამია: გაბუნიას ლიკვიდაციაზე ინფორმაცია ხელისუფლებამ უკრაინის ლობის პროვოკაციად ჩათვალა, მაგრამ კონტროლი გააძლიერა

გაბუნიას ლიკვიდაციაზე ინფორმაცია ხელისუფლებამ უკრაინის ლობის პროვოკაციად ჩათვალა, მაგრამ კონტროლი გააძლიერა, რაც მისასალმებელია, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა., სადაც აღნიშნა, რომ რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

“თვეების განმავლობაში გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ჩვენ მაშინვე გავაძლიერეთ მისი დაცვა. გვქონდა ინფორმაცია, რომ უთვალთვალებდნენ, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ეს გვეგონა ხელისუფლება. იმიტომ, რომ ჩემით დაწყებული გაბუნიათი გაგრძელებული და სხვებით ყველას უთვალთვალებს ხელისუფლება. ჩვენთვის ეს ინფორმაცია მაშინ არ იყო ცნობილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია საქართველოსთვის შეუტყობინებლად უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როცა გამოძიება მიმდინარებს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვისა. კორონას პანდემიის დროს, როცა კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცველებს. ამის შემდეგ ჩვენი წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას და კიდევ უფრო ძლიერდება გაბუნიას დაცვა.

საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო ეს ინფორმაცია სერიოზულად, ჩათვალა უკრაინაში დიდი ლობის პროვოკაციად. ამის მიუხედავად გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, რაც მისასალმებელია. საბოლოო ჯამში დააკავეს ის მოქალაქე, რომლის შესახებაც მოგახსენეთ – ვასაბეკ ბადრის ძე ბოკოვი, სხვა წინაპირობით, მაგრამ ამ მიზეზით. ეს კარიბჭე არ არის კონტროლირებადი “ქართული ოცნების” მიერ, მათ შორის ტერორისტების შესვლა-გასვლის მხრივ. გადატანითი მნიშვნელობით კი ვისაც არ დაეზარა დაგმო გაბუნია ღიად თუ დაუფარავად, სამთავრობო სტრუქტურებს ვგულისხმობ. ამიტომ, ეს გასაკვირი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა ემოციურად ამის გაცნობიერება რთულია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი მოადგილე და ტელეკომპანიის კრეატიული დირექტორი არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ამ დროისთვის სამყაროს პირველი ტერორისტის ვლადიმერ პუტინის მთავარი ტერორისტული დასაყრდენის კადიროვის შეკვეთით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად