ნიკა გვარამია: ძალიან მიხარია „რესპების“ წასვლა „ოცნებიდან“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რესპუბლიკური“ პარტიის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ისინი საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.

„ძალიან მიხარია რესპების წასვლა ოცნებიდან. ვის მეტი, ვის ნაკლები, სისულელეები ხელისუფლებაში ყოფნისას ყველას გვიკეთებია. თუ ქვეყნისთვის არ გიღალატია, პოლიტიკაში ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება, თუ ამის შესაძლებლობას ამომრჩეველი მოგცემს. დაე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს. 
ps და დღის მთავარი ნიუსი ზუსტად ეგაა და არა ამ ნიუსის გადასაფარად ნაჩალიჩარი "დამპლური თამაშები", – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად