ნიკა გვარამია დემოკრატებს: რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ გნახოთ “რუსთავი 2”-ის შლაგბაუმთან

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში კითხვა დაუსვა იმის შესახებ, თუ როდის უნდა მიიღოს ტელეკომპანიამ "თავისუფალი დემოკრატების" მხარდაჭერა.

"რა უნდა მოხდეს კიდევ, რომ გნახოთ ჩვენს შლაგბაუმთან? მე პატივს ვცემ თქვენი გამოხატვის ფორმებს, რომელიც უფრო ინერტულია", – გააცხადა გვარამიამ და იმედი გამოთქვა, დემოკრატებს "რუსთავი 2"-ის აქციაზე იხილავს.

"თქვენ ამ ქვეყანაში სიდიდით მეორე ოპოზიციური ძალა ხართ და ჩვენი ფასეულობითი ვექტორი და სარედაქციო პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად თანხვედრაშია თქვენს პარტიულ ამოცანებთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერაც.

ბევრს საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია და ა. შ. ძალიან მინდა გულწრფელი ვიყო და ვიტყვი პირველ რიგში თქვენს გასაგონად, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქ ჩვენი მოწოდებების გამო კი არ მოდის, არამედ ამას აკეთებს თავისი პარტიული სტრუქტურების მეშვეობით და თვითონ იღებს ამ გადაწყვეტილებებს.

ჩემთვის გულსატკენი იქნება და ყველასთვის "რუსთავი 2"-ში თუ მხოლოდ იმის გამო არ მოდიხართ აქციაზე, რომ თქვენ აქ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ხედავთ. ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, აქ ბევრი სხვა პარტიაა და ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც არცერთ პარტიას ეკუთვნის.

ჩვენთვის მნიშველოვანი იქნება დივერსიფიცირებული პოლიტიკური პარტიების ნახვა ამ აქციებზე", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...