ნიკა გვარამია: დავიღალე ამ საოცრებების კომენტირებით და მერე ჩემი დაგმობების და ჩემგან გამიჯვნების მოსმენით

“როგორ ამბობდა კანტი, მაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემშიო? ხო, ეგრე არ იყო?

ხოდა, ნეტა ამაზე რას იტყოდა?”

ასე ეხმაურება ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook -ში საქართველოში აშშ ელჩის, კელი დგენანის სტუმრობას საქართველოს პირველი არხის ოფისში, სადაც მან მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს სამუშაოს კარგად შესრულებისთვის

“როგორ ამბობდა კანტი, მაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემ ზემოთ და მორალური კანონი ჩემშიო? ხო, ეგრე არ იყო?
ხოდა, ნეტა ამაზე რას იტყოდა? მე დავიღალე ამ საოცრებების კომენტირებით და მერე ჩემი დაგმობების და ჩემგან გამიჯვნების მოსმენით. განსაკუთრებით, იმათგან, ვინც პრო-ფორმა განცხადებებს აკეთებს, სინამდვილეში კი მლიქვნელობს, ყალბობს და საკუთარ ხალხს ატყუებს.
ps გამოკითხვა არ იქნებოდა ურიგო: კარგად ასრულებს თუ არა თავის სამუშაოს გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან 80 მილიონის ამომღები, უმცირეს რეიტინგიანი, ეთერში ოპოზიციის გაშავების ამოცანით შეპყრობილი საზმაუ”- წერს ნიკა გვარამია.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა.

კელი დეგნანი ინტეგრირებულ ნიუსრუმში ჟურნალისტებს გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა სამუშაოს კარგად შესრულებისთვის.

„მადლობას გიხდით თქვენი სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. აქ ნამდვილად კარგი გარემოა ინფორმაციისა და მოსაზრებების გაცვლა-გაზიარებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად