ნიკა გვარამია: ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს – ვადამდელი არჩევნები აქ და ახლა!

ტვ “მთავარი არხის გენერაული დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ტვ “პირველის” მიერ ჩანაწერის მოპოვებაც და გაშვებაც ლეგიტიმურია. ეს არაა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო, ესაა ჟურნალისტების მოპოვებული დანაშაულის ამსახველი მასალა.

ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“1. ტვ პირველი ჩანაწერის მოპოვებაც და გაშვებაც ლეგიტიმურია. ეს არაა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-აუდიო, ესაა ჟურნალისტების მოპოვებული დანაშაულის ამსახველი მასალა.

2. რომელი წელი იყო თუ რომელი საუკუნე კი არა, ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულიც რომ იყოს, ჩვენ ვუსმინეთ კაციჭამიებს, ყველაფერზე წამსვლელ ურჩხულებს.

3. პირადი მხარდაჭერა და პროფესიული კომპლიმენტები TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი Nodar Meladze მაკა ჩიხლაძე

4. ბოდიში, ახლა ამ ნაძირალა პრემიერის (მახინჯი მონის) ღარიბაშვილის კეთილ ნებას ველოდოთ, პლებისციტი ვეხვეწოთ და ამ ვითარებაში ვიცხოვროთ? და ჩემმა შვილმა რომ კომენტარი დაწეროს ბერაზე, სად წავიდე რა უნდა ვქნა?!!!!! ვიღაც კაციჭამია არარაობა ბერას რომ არ მოუვიდეს თვალში, როგორ დავიცვა, მინისტრები და მათი ამალა რომ მოაკითხავს?!!

5. ვადამდელი არჩევნები აქ და ახლა!!!!”-წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...