ნიკა გვარამია: ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკაშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართავს.

“საჯაროდ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის განცხადებიდან ვერავითარი შინაარსი გამოვიტანე: როგორ მოვიქცეთ, როცა ტერორისტი არეკინებს მძევალს და სიკვდილის მუქარით მოითხოვს მისგან, რომ ჩავრთოთ? არ უნდა ჩავრთოთ, რამაც შეიძლება მძევლის ან მძევლების სიკვდილი გამოიწვიოს? გაგვეცით საჯაროდ მკაფიო და ცალსახა პასუხი და აიღეთ საჯაროდ პასუხისმგებლობა შესაძლო უმძიმეს შედეგებზე. ჩვენ დავემორჩილებით შსს-ს ინსტრუქციას, ოღონდ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია ნიკა გვარამიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად