ნიკა გვარამია: ჩვენ არ ვართ ნეიტრალური

„ჩვენ არ ვართ ნეიტრალური საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ გვაქვს სარედაქციო პოლიტიკა და მას თავისი წითელი ხაზები აქვს“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, მასსა და მეგრელიშვილს შორის გამართული პოლემიკა მეასეხარისხოვანია.

„ჩემი და მეგრელიშვილის პოლემიკა აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანია. „ტაბულამ“ გამოაქვეყნა წყარო, მე მას შეკითხვა დავუსვი ღია სივრცეში Facebook-ში, მან რამდენჯერმე დამიზუსტა პასუხი და ზუსტად ის თქვა, რაც იქ წერია.

 

ეს მასე ხარისხოვანია. ვინ ვისთან ითანამშრომლებს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ჩვენ ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ასეა ყველა მედიისთვის, მათ შორის ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ ნეიტრალური საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ამ სარედაქციო პოლიტიკას აქვს თავისი წითელი ხაზები, წერტილი!“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად