ნიკა გვარამია: ჩემი ოჯახი ბიძინა ივანიშვილს საპასუხო ომს უცხადებს – მას დავამარცხებთ (ვიდეო)

ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე ეს ძირითადად ვლინდებოდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს არანაირი წითელი ხაზები, უკვე ფსიქოპატური ფორმებით მებრძოლო რეჟიმის წინააღმდეგ არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი წითელი ხაზი გადაკვეთილია.

ჩემი ოჯახი  არის განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების , საშიშროების და საფრთხის წინაშე ამ ხელისუფლების გამო.

იცით რომ ერთ-ერთი საქმე რომელიც ჩემს მიმართ არის წამოწყებული  ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები. ცხადაია ამაში დანაშაული არაფერია, რადგან ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. მაგრამ, პროკურატურამ გადაწყვიტა რომ დაედგინა ეს მანქანა რეალურად არის თუ არა ჩვენი ოჯახის სარგებლობაში.  ამავდროულად ეს მანქანა იდგა ჩვენს სადგომზე. ჩვენთვის რომ ეკითხათ მარტივ პასუხს მიიღებდნენ, დავადასტურებდით. ასევე, არსებობს რამდენიმე საჯარიმო ვიდეო კადრის, სოფო როგორ მართავს ავტომანქანას.

მიუხედავად ამისა, გამოტანილი იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების.  თითქოს ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ არა.

პირობას ვაძლევ ყველას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებს, აუცილებლად, გარდაუვლად და მძიმედ დავსჯი.

ჩვენმა ოჯახმა მიიღო ომის გამოცხადება დიდი ხანია და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ, ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში. ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ” – განაცხადა ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად