ნიკა გვარამია: ჩემი ძალიან გავლენიანი მეგობარი რას მეუბნება იცით? ბიძინას პირდაპირ ხმალი უნდა შეურჭო და დაუტრიალოო! (ვიდეო)

ჩემი მეგობარი, ძალიან გავლენიანი, ცნობილი და სერიოზული ადამიანი რას მეუბნებოდა იცით? ბიძინა ივანიშვილს როგორ უნდა გაუსწორდეო? პირდაპირ ხმალი უნდა შეურჭო და დაუტრიალოო” – განაცხადა ტვ “მთავარის” დირექტორმაა და წამყვანმა, ნიკა გვარამიამ.

აკაკი ბობოხიძის რეპლიკაზე, რომ მსგავსი მეთოდებით მოქმედება დაუშვებელია, ნიკა გვარამიამ უპასუხა: მე რომ ამაზე თვალები გამიფართოვდა და ვთქვი, რას ამბობთქო, აი, სწორედ მან მითხრა, თეთრი ხელთათმანების სროლა უნდა დაამთავრო, ისე არაფერ გამოვაო…

არ შეილება მოგწონდეს ის, რომ თავზე ნაგავს გაყრიან, მაგრამ ადამიანს გააჩნია. ადამიანი, რომელიც კოლაბორაციონისტია მოძალადე რეჟიმის და ეს კაცი (ირაკლი ჩავლეიშვილი) კოლაბორაციონისტია, უნდა დაისაჯოს.

საფრანგეთში როგორ სჯიდნენ თავის გადაპარსვით ვნახეთ. იყვნენ ქვეყნები, სადაც საერთოდ ხვრეტდნენ კოლაბორაციონისტებს. ღმერთმა დაგვიფაროს, აქამდე ჩვენ არ მივალთ, მაგრამ ნაგვის დაყრა, რაც ნამდვილად არ მომწონს არც მე, ამ კაცმა დაიმსახურა”, – განაცხადა ნიკა გვარამია გადაცემა “მთავარ აქცენტებში”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად