ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, “ოცნების” მთავრობაში საკადრო ცვლილები იგეგმება.
გვარამიას ინფორმაციით, პრემიერად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება, ხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტზე ტეა წულუკიანს, კახი კახიშვილი შეცვლის.
“მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება
იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში
საგარეო საქმეები – მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ – ყოფილი პრემიერი.
გახარია – უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი
შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში – ზალკალიანი.
ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.
დანარჩენი ყველა რჩება.
ფარდა. გილოცავთ”- წერს ნიკა გვარამია.