A1 ბანერი

ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს: “ასე გააგრძელებ და დაამთავრებ მძიმედ!”

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დღევანდელი მთავარი სასამართლო სხდომა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოპასუხის მხარის შუამდგომლობა მისი, როგორც მოსამართლის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 

სხდომის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არის ბიძინა ივანიშვილის  მართული. მან ბიძინა ივნიშვილს მიმართა, რომ ის 2016 წლის არჩევნებს  ვერ ჩაატარებს რუსთავი 2-ის გარეშე.

"დღეს საქართველოში ხელისუფლებამ გამოხატა ურყევი ნება დაეხურა სასამართლო მოსამართლე ურთმელიძის ხელით და მან ეს მოახერხა. დღეს სასამართლო ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი, რომ მას არ სჭირდება თავისუფალი მედია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი, რომ მას არ სჭირდება 2016 წლის არჩევნებში დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

დღეს გადაიდგა პირველი ძალიან მძიმე ნაბიჯი ხელისუფლების მითვისებისკენ. როგორც ჩანს, 2016 წელს საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს საქართველოში არჩევნების ჩატარებას და აპირებს ხელისუფლების მითვისებას. ამ გაუქმებული სასამართლოს შენობის კიბეებთან მდგომი პირდაპირ ვპირდები ბიძინა ივანიშვილს… ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ჩაატარებს ისე, როგორც მისგან დემოკრატიული სამყარო ითხოვს, მედია პრურალიზმის პირობებში, რაც აუცილებლად გულისხმობს კრიტიკული, მთავრობისგან დამოუკიდებელი რუსთავი 2-ის არსებობას, ან საერთოდ ვერ ჩაატარებს არჩევნებს. ის არჩევნებს ვერ ჩაატარებს ისე, რომ რუსთავი 2-მა არ იმაუწყებლოს", – განაცხადა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის დირექტორის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლოშო მოუწევს მისვლა. 

„არჩევანი ბიძინა ივანიშვლზეა. ამ ხელისუფლების მითვისებას გააგრძელებს, დაამთავრებს მძიმედ და წარსდგება სასამართლოს წინაშე, მაგრამა არა ურთმელიძის, არამედ მისგან თავისუფალი სასამართლოს წინაშე ან მოგვცემს საშუალებას განვავითაროთ დემოკრატიული პროცესები და არჩევნებში გაიმარჯვოს იმან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს. 

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომ მას შესაძლებლობა ექნება თავისუფლად გამოხატოს თავისი საარჩევნო ნება პლურალისტური მედიის პირობებში და ამ ვითარებაში უნდა „ქართული ოცნებას“, უნდა ირაკლი ალასანიას პარტიას, უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ვინმე სხვას აირჩევს. 

ადამიანები თვითონ გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა ბიძინა ივანიშვილის მითვისებული ხელისუფლების პირობებში ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ეს საქართველოს მოქალაქეებს არ უნდათ“,- განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან, სასამართლოს შეურაცხყოფისთვის გააძევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...