ნიკა გვარამია: აზრის შეცვლას არ ვაპირებ! უზურპატორი უნდა დაემხოს!

“აზრის შეცვლას არ ვაპირებ! უზურპატორი უნდა დაემხოს! ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვყანაში უნდა დაამხოს ხალხმა. რაც შეეხება დამხობის მოწოდებას, ამის განმარტებას გავაკეთებ|” – ასე ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე მის დაბარებას.

ნიკა გვარამიას თქმით, ჯერ-ჯერობით არ იცის გამოკითხვაზე სუს-ში მივა თუ მაგისტრ მოსამართლესთან. ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გააკეთებს.

ცნობისთვის, სუს-მა ნიკა გვარამია, Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, გამოკითხვაზე დაიბარა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს: უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად