ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს, სოცოალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, ბოდიშს უხდის. “ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით” – წერს ნიკა გვარამია.

“არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.
სიყვარული გვაერთიანებს” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, რაც ამირან გამყრელიძის შვილს ნიკა გამყრელიძეს კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ნიკა გვარამიამსოცოალურ სელში პოსტი გამოაქვეყნა:  “ამირან გამყრელიძე – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს”, – ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულების, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილი, ნიკოლო გამყრელიძეს, რომელიც სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალურ დირექტორია კორონავირუსი ინფექცია დაუდგინდა.

ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან, რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი, გადავედით თვითიზოლაციის რეჟიმში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად