ნიკა ძალამიძე რუსულ “ბალტიკაში” ითამაშებს

26 წლის ქართველი ნახევარმცველი, ნიკა ძალამიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში გააგრძელებს. 

მასსა და "ბალტიკას" შორის ერთ-წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული კლუბი ავრცელებს.

ქართველი ფეხბურთელი ბოლოს თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, მაგრამ საკმარისი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო, მან "დინამოდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამიერიდან რუსეთში ითამაშებს.

"დინამოს" მაისურით ძალამიძემ 1 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...