ნიკა ჩიტაძე: სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი ექნება

ამის შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძე “აიპრესთან” საუბრისას ახლო აღმოსავლეთის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აცხადებს.

“აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება შეუძლებელია, ვინაიდან არსებობს რამდენიმე პრობლემა. პირველი ის, რომ თვითონ პალესტინის ტერიტორიაზე არსებობს ორხელისუფლებიანობა. ჰამასი აკონტროლებს ღაზას სექტორს, მაგრამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მეორე ფრთა აკონტროლებს. მეორე საკითხი ა რის ის, რომ არ არსებობს შეთანხმება ქალაქ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით. მესამე ის, რომ პალესტინა უარს აცხადებს აღიაროს ისრაელის უფლება სახელმწიფოებრიობაზე. აქედან გამომდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. 90-იანი წლებიდან გარკვეული პერსპექტივები გაჩნდა. პალესინას მიენიჭა ავტონომია. თუმცა, დღეს ვითარება გართულებულია. ეს რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, ხოლო ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციებს, არა მგონია ამან დიდი ხანი გასტანოს.

კი, მშვიდობიანი მოქალაქეების საკითხი სამწუხაროდ პრობლემატური საკითხია. სამწუხაროდ, მსხვერპლი მოსალოდნელია”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, ისრაელში, სარაკეტო თავდასხმების შედეგად 53 ადამიანი დაშავდა,-ამის შესახებ ნაციონალური სამედიცინო სამსახური Magen David Adom-ი იტყობინება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...