ნიკა ჩიტაძე: ივანიშვილმა განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთო, ხოლო როცა დასჭირდა სიღარიბეზე ილაპარაკა

„ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუც და მისი წერილიც უკავშირდებოდა ოპოზიციის კრიტიკას და იმას, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს უზრუნველყო ქვეყნის დემოკრატიის განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფა, – ამის შესახებ “აიპრესს” პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

„ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუც და მისი წერილიც უკავშირდებოდა ოპოზიციის კრიტიკას და იმას, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თითქოს უზრუნველყო ქვეყნის დემოკრატიის განვითარება და სოციალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფა. მან თქვა ევროპული დემოკრატია გვაქვსო, მაგრამ ამ დროს წამოსცდა, რომ ევროპის ქვეყნებს საშუალოდ ათჯერ ჩამოვრჩებითო. თუ სიღარიბეზე საუბრობ, ეს ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ 8 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყო მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ანუ, როცა დასჭირდა სიღარიბეზე ისაუბრა, ხოლო როცა არ სჭირდება ამბობს, რომ განვითარებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ა. შ.

თუ დემოკრატიის განვითარებაზე საუბრობს, მაშინ უნდა მოიყვანოს საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. უნდა მოიყვანოს იგივე Freedom House-ის ან Human Rights Watch-ის მაგალითები. ან კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები სხვა ქვეყნებში მშპ-თან დაკავშირებით, ან რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ამ პერიოდში და. ა. შ.” – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად