ნიკა ჩიტაძე: „გირჩი“ შესაძლოა შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ეს ვერ დაარღვევს ოპოზიციურ ერთობას

ცუდია, მაგრამ ეს რადიკალურ გავლენას ვერ მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “აიპრესთან” “გირჩში” მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, შესაძლოა “გირჩი” შევიდეს პარლამენტში, მაგრამ ეს გავლენას ვერ მოახდენს საერთო სურათზე და ოპოზიციურ ერთობას ვერ დაარღვევს.

“შესაძლებელია, რომ “გირჩიდან” ვიღაც შევიდეს პარლამენტში, მაგრამ საერთო ჯამში ეს ვერ დაარღვევს ოპოზიციის ერთიანობას. საერთო სურათზე ეს გავლენას ვერ მოახდენს. 2-3 დეპუტატი რომც შევიდეს პარლამენტში, მაინც ეჭვის ქვეშ დგას მომავალი პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი.

რაც შეეხება “გირჩში” მიმდინარე პროცესებს, იქ იყო განსხვავებული პოზიციები დაფიქსირებული და მოსალოდნელი იყო რაღაც ძვრები. იმიტომ, რომ იაგო ხვიჩიას და ზურაბ ჯაფარიძის პოზიციები რაღაც საკითხებში ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანები მიდიან პარტიიდან უთანხმოების გამო და მერე ისევ შედიან. ეს მოხდა “ნაცმოძრაობაშიც” და “ქართულ ოცნებაშიც”.

“გირჩს” არ აქვს დიდი რეიტინგი და ვერ მოახდენს რადიკალურ გავლენას ქართულ პოლიტიკაზე. გეთანხმებით, რომ არაოორდინალური პარტიაა, მაგრამ არ აქვს ის რეიტნგი, რომ რაღაც განსაკურებული გავლენა იქონიოს ქართული პოლიტიკაში და ვერც ოპოზიციის ერთიანობაზე მოახდენს გავლენას. საერთო ჯამში რა თქმა უნდა ცუდია. კარგი იქნება, რომ საქართველოში მყარ ნიადაგზე მდგომი პარტიები იყვნენ”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ “გირჩის ბაბლში” დაპოსტა: სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად