ნიგერიის ციხიდან 266 პატიმარი გაიქცა

ნიგერიის კოგის შტატში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ციხიდან, სულ მცირე, 266 პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ქვეყნის სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაუდგენელი შეიარაღებული პირები ციხეს დაესხნენ თავს, რომელშიც 294 პატიმარი იმყოფებოდა.

ამჟამად გაქცეული პატიმრების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები
იტვირთება...